ღონისძიებები

 

 26 დეკემბერს ვესტუმრეთ საქართველოს ხელოვნების  სასახლე-კულტურის  ისტორიის მუზეუმს. მოსწავლეებმა  დაათვალიერეს მუზეუმი; გაეცნენ  ქართულ და მსოფლიო საშობაო ტრადიციებს; ნახეს თემატური ვიდეო-რგოლი; პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში დაამზადეს საახალწლო აქსესუარი.








პროექტი - "მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში"

25 დეკემბერს II ბ კლასის მოსწავლეებს ესტუმრა სესილი ტოკლიკიშვილის დედა, ნინო ფერაძე. ბავშვებმა თაბაშირისა და მარციპანისგან დაამზადეს საახალწლო აქსესუარები.
მადლობა ქ-ნ ნინოს საინტერესო და სახალისო აქტივობისათვის.











 შემოდგომის ფესტივალი

2023 წლის 28 ოქტომბერს მე-2 ბ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საშემოდგომო ღონისძიებაში. წარმოადგინეს სვანეთი. მოაწყვეს კუთხე. მუსიკალური ნომრით წარდგნენ მოწვეული სტუმრების წინაშე. ღონისძიება საინტერესო და სახალისო იყო.










No comments:

Post a Comment