2024-2025 სასწავლო წელი
ექსკურსია შიომღვიმეს მონასტერში
7 ივნისს მოვაწყე მიზნობრივი ექსკურსია შიომღვიმის მონასტერში. ბავშვებს
წინასწარ ჰქონდათ მოძიებული ინფორმაცია შიო მღვიმელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
მოვილოცეთ ტაძარი. შემდეგ კი მოვაწყვეთ პიკნიკი.
3 ოქტომბერს ვესტუმრეთ გასტრო სკოლას. მოსწავლეებმა მოისმინეს საინტერესო საუბარი ბურგერების შესახებ, დაამზადეს და გემრიელად მიირთვეს.
2023-2024 სასწ. წელი
ღონისძიება ახმეტელის თეატრში
25 ივნისს ახმეტელის თეატრში მონაწილეობა მივიღეთ დასკვნით სასკოლო ღონისძიებაში. წარმოვადგინეთ სპექტაკლი ,,კაცია- ადამიანი?!" (თანამედროვე ვერსია)
ბავშვებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები.
8 ივნისს მარტყოფის
მამათა მონასტერში მოვაწყვეთ ექსკურსია. ტაძრის მონახულების შემდეგ ანიმატორმა ბავშვები სხვადასხვა აქტივობით გაახალისა.
დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო...
3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით ჩავატარე
ღონისძიება. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, ამონარიდები სხვადასხვა მოთხრობიდან. ვაჩვენე
ვიდეო - ჩანაწერი ,,დედაშვილობა“.
2022-2023 სასწ. წელი
სასწავლო წლის ბოლოს მონაწილეობა მივიღეთ სკოლის საანგარიშო ღონისძიებაში. ახმეტელის თეატრის სცენაზე ბავშვებმა წარმოადგინეს სპექტაკლი: “ზღაპარი ონავარ დათანთალაზე”.
21 მაისს დავგეგმეთ ექსკურსია ზედაზენის მამათა მონასტერში. ღონისძიების
მიზანი იყო კულტურული ძეგლების გაცნობა. ბერმა ბავშვებს ესაუბრა ტაძრის ისტორიის,
იოანე ზედაზნელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ექსკურსია საინტერესო და ხალისიან გარემოში წარიმართა.
2023 წლის 16 მაისს სპორტის მასწავლებლის მალხაზ აბრამიშვილის ორგანიზებით მოეწყო ,,მხიარული სტარტები“, რომელშიც Iბ კლასმაც მიიღო მონაწილეობა. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პარალელური კლასები. ჩემმა სადამრიგებლო კლასმა მეორე ადგილი აიღო. სპორტული შეჯიბრება მეტად მხიარული და სახალისო გამოვიდა.
29 დეკემბერს ჩავატარე ღონისძიება ,,მრავალ ახალ წელს!"
პატარებმა მოირგეს სხვადასხვა გმირის როლი და წარმოაჩინეს შემოქმედებითი უნარები.
22021-2022 სასწ. წელი
20 ივნისს მონაწილეობა მივიღეთ საანგარიშო კონცერტზე, რომელიც ახმეტელის თეატრში გაიმართა. წარმოვადგინეთ დადგმა ,,ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო"...
ბავშვებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები.
19 ივნისს გავემგზავრეთ ექსკურსიაზე მარტყოფის მამათა მონასტერში. ტაძრის ბერმა ბავშვებს გააცნო მონასტრის ისტორია, ესაუბრა ანტონ მარტყოფელის ღვაწლის შესახებ.
ექსკურსია საინტერესო და ხალისიან გარემო ში წარიმართა.
2020-2021 სასწ. წელი
ჩვენ უკვე მეოთხეკლასელები ვართ!
სტუმრად გვეწვია წამყვანი ანიმატორი მხიარული თამაშებით
შოკოლადის მუზეუმი
მიზანი: თვალსაწიერის გაფართოება
2018-2019 სასწავლო წელი
2019 წლის 20 ივნისს
ჩვენმა კლასმა მონაწილეობა მიიღო
სასკოლო ღონისძიებაში, რომელიც ახმეტელის თეატრში გაიმართა. წარმოვადგინეთ სპექტაკლი ,,ზღაპარი ონავარი
დათანთალასი“. ბავშვებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები.
2019 წლის 17 ივნისს გავემგზავრეთ
ექსკურსიაზე შიომღვიმისა და სამთავროს სამონასტრო
კომპლექსებში. მოვაწყვეთ პიკნიკი. ექსკურსია საინტერესო და ხალისიან გარემოში წარიმართა.
23 დეკემბერს ჩავატარე
საახალწლო ღონისძიება ,,გეპატიჟებით კარნავალზე“. მოსწავლეებმა
გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები. ღონისძიება ხალისიან გარემოში წარიმართა.
2017-2018 სასწავლო წელი
22 ივნისს მონაწილეობა მივიღეთ სკოლის საანგარიშო კონცერტზე, რომელიც ახმეტელის
თეატრში გაიმართა. წარმოვადგინეთ დადგმა ,,გზა დაგვილოცეთ.“ მოსწავლეებმა გამოავლინეს
შემოქმედებითი უნარები. ღონისძიება საინტერესო და ხალისიან გარემოში წარიმართა.
ექსკურსია ყინწვისში
ყინწვისი
ვიზიტი ექსპერიმენტორიუმში
2017 წლის 19 ოქტომბერს ვეწვიეთ ექსპერიმენტორიუმს - სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს. ბავშვებმა ნამდვილ მეცნიერებებად იგრძნეს თავი. ისინი აღფრთოვანებულნი დარჩნენ საინტერესო ექსპონატებით. განსაკუთრებით გაახალისა აზოტის შოუმ.
2016-2017 სასწავლო წელი
ღონისძიება ახმეტელის თეატრში
26 ივნისს მონაწილეობა მივიღეთ სკოლის საანგარიშო კონცერტზე, რომელიც ახმეტელის თეატრში გაიმართა. წარმოვადგინეთ მინი-სპექტაკლი ,,მოგზაურობა საოცნებო ქვეყნებში". მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები.
ექსკურსია - მარტყოფის ღვთაების მონასტერი
11.06.2017
განტვირთვა
კინოთეატრი ,,რუსთაველი"
12.04.2017
გასეირნება ბოტანიკურ ბაღში
10.05.2017
2015-2016 სასწავლო წელი
ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში
2015 წლის 27 ნოემბერს
მოსწავლეები წავიყვანე ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ბავშვებმა მოინახულეს
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი
ობიექტები. მუსიკის პედაგოგის ია ჯარიაშვილის ხელმძღვანელობით შეასრულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის
მუსიკალური ნომერი ,,პოპური“.
ექსკურსია საინტერესო
და ხალისიან გარემოში წარიმართა.
ექსკურსია ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში
2016 წლის 11 ივნისს ვეწვიეთ ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს. ბავშვებმა დაათვალიერეს სახლი, სადაც დაიბადა და თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა პოეტმა. ასევე მოვინახულეთ მუზეუმი, სადაც დაცულია
პოეტის ცხოვრებასთან და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ნივთები, ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი ფერწერული ნიმუშები, ფოტომასალა და სხვა.
ბავშვებმა წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას ლექსები.
ღონისძიება ახმეტელის თეატრში
2016 წლის 16 ივნისს ჩვენმა კლასმა მონაწილეობა მიიღო სასკოლო ღონისძიებაში, რომელიც ახმეტელის თეატრში გაიმართა. წარმოვადგინეთ იუმორისტული სპექტაკლი
,,ეს იყო მაშინ..." ბავშვებმა გამოავლინეს თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარები. ღონისძიება საინტერესო და ხალისიან გარემოში წარიმართა.






No comments:
Post a Comment